სროლა ლას-ვეგასში – დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავებულია 24 პირი
სროლა ლას-ვეგასში – დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაშავდა. პირი სავარაუდოდ, Mandalay Bay Hotel-ის კომპლექსის აივნიდან ისროდა. მან ქანთრი მუსიკის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნა. ლას-ვეგასის პოლიციის ინფორმაციით, პირი, რომელმაც კაზინოსთან ცეცხლი გახსნა, განეიტრალებულია. ამასტან, კვლავ მოუწოდებენ მოქალაქეებს, მოერიდონ იმ ქუჩას, სადაც კაზინოებია განლაგებული, რადგან ჯერჯერობით უცნობია, ჰყავდა […]