World News in Georgian

1:0 – საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უელსთან დამარცხდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უელსთან გამართულ შეხვედრაზე დამარცხდა. 1:0 ასე დასრულდა ანგარიში, რომლის ერთადერთი  გოლის ავტორი უელსის ნაკრების ფეხბურთელი ტომ ლოურენსი იყო. აღსანიშნავია, რომ აქამდე ჩატარებულ მატჩებში საქართველოს უელსთან სამი თამაში აქვს მოგებული. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 5 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს. დღევანდელი შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართა.

Читайте на сайте