ჩაქვში ავტომობილი მდინარეში გადავარდა
ჩაქვში ავტოავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. დარტყმის შედეგად, ერთი ავტომანქანა მდინარე აჭყვაში გადავარდა. პირველადი ინფორმაციით, მძღოლი და მგზავრები გადარჩნენ, მხოლოდ ერთი მგზავრი გადაიყვანეს ქობულეთის საავადმყოფოში, იგი მსუბუქად დაშავდა . შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები. მაშველებმა მანქანა წყლიდან უკვე ამოიყვანეს და გზა გახსნილია. თვითმხილველების ინფორმაციით ავტომანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ. ინფორმაციას და ფოტომასალას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.