საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების და შეძენის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება – გასაღების და შეძენის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიების ინფორმაციით, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ – ერთი კომპანიის დირექტორმა, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურები, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით. ყალბი […]