თუ ეს ყველაფერი ჩვენს პერიოდში არ არის გაკეთებული, ვინმე შემეწინააღმდეგოს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ოპონენტების კრიტიკას უპასუხა. დავით ნარმანია: „ჩემს უუნარობასთან დაკავშირებით მათ გამოძახილებზე შემდეგ ჩამონათვალს გავაკეთებ: – პირველი, ეს არის 12 აშენებული ახალი საბავშვო ბაღი და 13 მშენებარე ბაღი; მეორე – ”ნაციონალური მოძრაობისთვის” წართმეული საბავშვო ბაღის სამი შენობა, სადაც მათი პარტიის ოფისები იყო განთავსებული. დღეს იქ საბავშვო ბაღებია გახსნილი და ბავშვები სწავლობენ; […]