World News in Georgian

”რამდენიმე დღის წინ ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს”

  „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ დღეიდან მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია. “პრაიმტაიმის” ცნობით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მოქმედი ე.წ. უდოს კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს ხანში იმსჯელებს. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს. […]

Читайте на сайте