მადლობა პატრიარქს, რომ დაგვანახა: მეუფეებმა როგორ ჩაიხედეს სარკეში.. – ჩრდილელი
პარტია ‘ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში პატრიარქის მიერ თანამოსაყდრის დასახელებას ეხმაურება. “რამოდენიმე მეუფე გაკვირვებულია, ზოგი დასევდიანებული, ზოგი გაღიზიანებული, ზოგიც… მადლობა პატრიარქს, რომ დაგვანახა: მეუფეებმა-როგორ ჩაიხედეს სარკეში..” – წერს ჩრდილელი