არავინ მოელოდა, რომ რუსეთის სიხარულის დაფდაფებს შემოკრავდა – ვოლსკი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეშფოთება, საქართველოს მიერ „ჯაველინების“ შეძენის შესახებ შეაფასა და განმარტა, რომ ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ვალდებულება აქვს. „არავინ მოელოდა, რომ რუსეთის სიხარულის დაფდაფებს შემოკრავდა, იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ვითარდება სამხედრო–პოლიტიკური ურთიერთობები, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ვალდებულება. გამოწვევებით სავსე მსოფლიოში ეს […]