სააკაშვილის სახლთან სავარაუდოდ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები იმყოფებიან – ვლადიმერ ფედორინი
უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმერ ფედორინი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც რამოდენიმე ფორმიანი ადამიანია ასახული. მისი თქმით, ისინი იმ სახლთან იმყოფებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს. ასევე, როგორც ჟურნალისტი წერს ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახლის ეზოში ავტობუსიც დგას, რომელშიც ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები სხედან. შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის მისი დაპატიმრების ბრძანება […]