თემირლან მაჩალიკაშვილი სახლში გადაასვენეს
თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. 19 წლის ახალგაზრდა ორი კვირის განმავლობაში კომაში იყო და დღეს დილით გარდაიცვალა. ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის საექსპერტო ბიუროში ჩაუტარდა.