ისანში ძარცვის მცდელობის დროს ახალგაზრდა დაჭრეს
Facebook Messenger Viber Twitter ძარცვის მცდელობის დროს ისანში, ქეთევან წამებულის 65 ნომერში, ერთი ახალგაზრდა დაჭრეს. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კაცმა ჩანთა წაართვა ქალს და გაქცევის დროს მას იქვე მყოფი ახალგაზრდები დაედევნენ. წინააღმდეგობის გაწევისას, მძარცველმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა ერთ-ერთ ბიჭს. ადგილზე პოლიცია და ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვმიტანილი კი დანაშაულის […]