World News in Georgian
Август
2015

Новости за 20.08.2015

Marshalpress.ge (მარშალ) 

საზოგადოება სისხლისგან დაცლილია – და პოლიტ-ბიზნეს ისტაბლიშმენტი მაგრად გრიალებს

ამ ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი 2012 წლის არჩევნების მერე არსობრივად არ შეცვლილა. ყოველ დღე ვხედავთ რომ პოლიცია ან დაავადებულ ადამიანს სახლიდან აგდებს, ან ნარკოტიკებს ჯიბეში უგდებს ხალხს და სრულიად უდანაშაულოდ იჭერს, არ შარდმდენებით კლავს, ან უკანონო ქურდების, ბანკების, მევახშეების და ოლიგარქების ქონების დაცვისთვის საზოგადოებას ატერორებს, ანაც სრულიად პასიურია, როდესაც საშინელი ძალადობა ხდება. ძალიან გულისდამწყვეტია რაც ხდება. […]

News.ge 

სასამართლომ 19 წლის დავით ხარაზიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ხარაზიშვილი 2014 წლის 15 დეკემბერს მოკლეს. საქმის მასალების მიხედვით, 19 წლის ახალგაზრდა, შეყვარებულის მამამ ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მკვლელობაში კიდევ ორი პირი - ბიძა და ბაბუა მონაწილეობდნენ, თუმცა მათზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

News.ge 

რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გიორგი მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.

News.ge 

"დიალოგი არის საუკეთესო გზა და მას ალტერნატივა არა აქვს. თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ეტაპზე წინსვლას ვერ ვხედავთ"

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისთან ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში კარასინი-აბაშიძის შეხვედრების პრაღის ფორმატზეც გააკეთა კომენტარი.

News.ge 

"ძალიან მიჭირს იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება ძალიან დიდი, ძლიერი რუსეთი საქართველოდან მომავალ სამხედრო საფრთხეს ხედავდეს, ამის წარმოდგენა ძალიან რთულია"

ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

News.ge 

"ძალიან სასაცილოა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" თანადამფუძნებლის, ლევან ბერძენიშვილის პარტიის წევრი თინა ხიდაშელი საკუთარ განცხადებებში ვერ ყალიბდება"

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაკურ ბაკურაძემ თინთინა ხიდაშელის დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.

News.ge 

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი თანამდებობიდან გადადგა

როგორც უცხოური მედია წერს, ციპრასმა მინისტრებთან და მმართველ პარტია "სირიზას" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გადადგომის შესახებ განაცხადა და ასევე, ხაზი გაუსვა ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცლებლობას.

Marshalpress.ge (მარშალ) 

ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა-გარდაცვლილებს შორის მცირეწლოვანი ბავშვია

სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ერთმანეთს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად გარდაცვლილების გარდა დაშავდა 5 ადამიანი, რომელთაგან ერთი ბავშვია. დაშავებულები ქუთაისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები. გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის არიან როგორც სომხეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან […]

News.ge 

ქართული მედიასაშუალებები „აფხაზეთის ხმას“ სოლიდარობას უცხადებენ

სხვადასხვა კომპანიებს, სხვადასხვა დროს გვქონია დავალიანება და ამის გამო შეწყვეტა მაუწყებლობის არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რასაც იშვიათად მიმართავს ხოლმე ტელერადიოცენტრი.

News.ge 

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ ერთმანეთი არტილერიით დაბომბეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სამიზნე შესაძლებელია ყოფილიყო ხმის გამაძლიერებელი, რომელიც პხენიანის საწინააღმდეგო მოწოდებებს სკანდირებდა.

News.ge 

„რუსთავი2“-მა საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაშის სარჩელის შესაგებელი წარადგინა

სარჩელიში ორი მომენტნი გვაქვს დაყენებული, ეს არის ლოგოს ავტორობასთან დაკავშირებით, სადაც წარდგენილი გვაქვს მტკიცებულება, რომ „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი ლოგო, რომლის ავტორობაზეც აპელირებს ქიბარ ხალვაში, არის ნამდვილად „რუსთავი2“-ის საკუთრება და არა ქიბარ ხალვაშის ავტორობით შექმნილი.

News.ge 

პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან შეხვედრა გაიმართა

პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.

News.ge 

ქუთაისი-სამტრედიის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა შორის არიან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები. დაშავებულები უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

News.ge 

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს, აშშ-სა და საფრანგეთში ეძებენ

საქართველოს პროკურატურამ აშშ-სა და საფრანგეთს გამოძიებაში დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. საუბარია იმ პირზე, რომლის დნმ-ის კვალიც სოსანაშვილის კვალთან ერთად აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიაზე, რომლითაც იური ვაზაგაშვილი, შვილის საფლავზე სოფელ ყარაფილაში ააფეთქეს.

News.ge 

მზადება დაიწყო - დღეს პირველად ბათუმში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლიკ 2015“ სტარტს აიღებს

ბათუმი ელექტრონული მუსიკის დღეებს უმასპინძლებს. დღეს, 20 აგვისტოს, რამდენიმე საათში პირველად ბათუმში, ტენისის კორტებზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლიკ 2015“ სტარტს აიღებს, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება დაბათუმში 23 აგვისტოს დასრულდება.

News.ge 

ვახტანგ ლემონჯავა: დაავადების პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია

პირველადი ჯანდაცვის რგოლში დაგეგმილ რეფორმას ნაციონალური მოძრაობის წევრი და მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ლემონჯავა გამოეხმაურა.

News.ge 

"ეს არის ქვეყანა, სადაც ხალხი ვირთხებსა და კატებს 900 დღე ლენინგრადის ბლოკადის დროს ჭამდა"

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში საჯარო დისკუსიისას.

News.ge 

„აჭარას“ გადასახადებისთვის თავის არიდებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან

საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება შპს. "კაზინო აჭარას" მიმართ, 218-ე მუხლით, რაც არის გადასახადებისგან თავის არიდება და ასევე 194-ე მუხლით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას

News.ge 

ჭყონია ნოდარ ხადურის ბრძანებაზე: ჩვენ არ დავთმობთ პოზიციას…ჯარს თუ ჩაგვიყენებენ, არ ვიცი…მაგრამ მე არ დავთმობ

ბიზნესმენი თემურ ჭყონია, "აიპრესთან" ინტერვიუში, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ბრძანებას-არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების შესახებ, რომელიც 2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება, აცხადებს, რომ წარმოების შეჩერების შემთხვევაშიც კი არ დათმობს საკუთარ პოზიციას.

News.ge 

Stratfor - რუსეთის პაექრობა დასავლეთთან კავკასიაშიც იწყება

გავლენიანი ამერიკული ანალიტიკური ცენტრი Starfor-ი, რომელიც უსაფრთოხების საკითხებზეა ორიენტირებული, კავკასიაში რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ დაპირისპირებაზე წერს.