World News in Georgian
Март
2016

Новости за 20.03.2016

Marshalpress.ge (მარშალ) 

ცოტა რამ თემაზე “აბორტი ჩემი უფლებაა….”

ცოცხალი ორგანიზმი ჩასახვის მომენტიდანვე წარმოიშვება, რომელიც უკვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია. ექსპერიმენტულად უკვე დამტკიცებულია, რომ ნაყოფს რთული და მიზანმიმართული რეაქციები გააჩნია გარემო პირობებზე. ეს არსება ტკივილს განიცდის, სიცოცხლის სურვილი აქვს და რაც ქრისტიანისთვის ყველაზე მთავარია ადამიანის უკვდავი სული გააჩნია, რომლის არასრულყოფილება მხოლოდ ის არის, რომ სხეული – ეს სულის ინსტრუმენტი – […]

News.ge 

რამდენიმე წუთის წინ, ვნუკოვოს აეროპორტში Boeing-737 ავარიულად დაეშვა

Boeing-737 პილოტმა დისპეტჩერებს აცნობა, რომ თვითმფრინავის მარცხენა ძრავის მუშაობა ეჭვს იწვევდა. ამის გამო, პილოტმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღო და აეროპორტში დაბრუნდა.

News.ge 

ირაკლი ოქრუაშვილი: იურიდიულად მე სტალინის ძეგლის დაბრუნების ბერკეტი არ გამაჩნია

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას გეგმავს.

Marshalpress.ge (მარშალ) 

ბოლო ინფორმაციით სამებაში ხანძარი ლიკვიდირებულია

სამების ტაძრის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურში “მარშალპრესს”-ის ჟურნალისტს განუცხადეს ხანძარი  1200 კვ.მ ფართს ეკიდა, რომელიც ტაძრის სტამბაში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო მანქანა და 100 მეხანძრე-მაშველი.  გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფეთქების საშიშროება არსებობდა სიმართლეს არ შეესაბამება. განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.

News.ge 

გიორგი მარგველაშვილი: აბაშიძე არ არის ჩემი წარმომადგენელი, ჩემი წარმომადგენელი რომ იყოს სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე

გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის პოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აბაშიძე ვალდებულია პასუხი გასცეს კარასინს, რომელიც პრაღის ფორმატის წარმომადგენელია.

News.ge 

,,ამით მოხდა თავდასხმა ორ პოლიტიკურ ძალაზე ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“. ნახეთ რაზე საუბრობს ხალხი ..."

პრეზიდენტმა ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა და განმარტა თუ რა მნიშვნელობას იძენს ასეთი ქმედება წინასაარჩევნო წელს.

News.ge 

გიორგი მარგველაშვილი: ეს იყო თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს იყო პოლიტიკოსების ან კონკრეტული ადამინების შანტაჟი, არასწორად აფასებს ამას

გიორგი მარგველაშვილმა მისი განცხადების განმარტებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა გაანალიზოს რა მოხდა ამ დღეებში და რა მიზანს ისახავდა ამ ტიპის შანტაჟი.

News.ge 

ესპანეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს წარმომადგენლობამ კატალონიის პოლიციის დეპარტამენტიდან მიიღო.

News.ge 

სტამბოლში განხორციელებული ტერაქტის შემსრულებლი, სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო

19 მარტს სტამბოლში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, 36 კი დაშავდა.

News.ge 

მამუკა ღლონტი: გია გაჩეჩილაძეს ვურჩევ, შეიყვაროს ჟურნალისტები, ან ელემენტარული პატივი სცეს მათ

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთერთი დამფუძნებლის მამუკა ღლონტი შპს „სტუდია მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელის გია გაჩეჩილაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

News.ge 

სამების ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მისი ლიკვიდირება ამ დრომდე არ მომხდარა

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

გადაცემის დაწყებამდე ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ პირდაპირ ეთერში იგეგმებოდა პროვოკაცია

მთელი დღეა ვეცნობი სხვადასხვა ტიპის მოსაზრებებს “იმედის” გუშინწინდელი გადაცემის შესახებ. 1. ჯერ კიდევ გადაცემის დაწყებამდე ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ პირდაპირ ეთერში იგეგმებოდა პროვოკაცია. მაია ორჯონიკიძის სრულიად ავადმყოფურ, პათოლოგიურ, ხანგრძლივ და მონოტონურ შეურაცხყოფასა და ცილისწამებას ბუნებრივად უნდა მოჰყოლოდა ჩემი აღშფოთება-გაღიზიანება და პირდაპირ ეთერში მას ფიზიკურად უნდა შევხებოდი. მოკლედ, უნდა გამეგლიჯა შუაზე. ცხადია, ამ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში ჩემი […]

News.ge 

"ხანძარი აღარ გავრცელდება"- რა ვითარებაა სამების საკათედრო ტაძარში

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ყირიმელი სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

News.ge 

დავით საყვარელიძე: კიდევ ორ უდიდეს დირიჟორთან მაქვს მოლაპარაკება და თუ გამიმართლა მათაც ჩამოვიყვან!!!

რეჟისორი, დავით საყვარელიძე შემოქმედებითი გეგმების შესახებ ფეისბუქში წერს.

News.ge 

"არა ოკუპაციას"- თსუ-ს სტუდენტების აქცია სოფელ ჯარიაშენში

"არა ოკუპაციას"- ამ შინაარსის ტრანსფარანტებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოფელ ჯარიაშენში, საოკუპაციო ხაზთან რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

News.ge 

"უწმინდესის წირვა მიმდინარეობდა, ჩაქრა შუქები და კვამლი ამოვიდა ტაძარში"

ერთერთი სასულიერო პირის ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი პატრიარქის წირვის დროს შენიშნეს.

News.ge 

გია გაჩეჩილაძე: ულტიმატუმები ჟურნალისტებისგან კი არა, სააკაშვილისგან არ მიმიღია არასოდეს და მით უმეტეს, ჟურნალისტებისგან არ მივიღებ

შპს „სტუდია მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.