World News in Georgian
Октябрь
2016

Новости за 23.10.2016

Marshalpress.ge (მარშალ) 

დიდი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში – ვინ შეჭამა ფული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩუღურეთის რაიონულ ორგანიზაციაში ერთმანეთს შტაბის უფროსი დავით დაღელაშვილი და ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ირაკლი ჩოლოყაშვილი დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი პარტიული ფულის მითვისება გახდა. ჩუღურეთის შტაბის უფროსმა, დავით დაღელაშვილმა პარტიული აქტივისტებისა და კორდინატორებისთვის გამოყოფილი ფული, 7000 დოლარი მიითვისა და „ნაც.მოძრაობის“ შტაბის წევრები ანაზღაურების გარეშე დატოვა. აღნიშნული თანხა პარტიამ არჩევნების პირველი ტურისთვის... Читать дальше...

News.ge 

"ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცმხყოფელია ჩემთვის ..."

”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. რულოვსის თქმით, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა შეურაცხმყოფელია.

Marshalpress.ge (მარშალ) 

საუბნო საარჩევნო კომისიებში დაფიქსირებულ ფაქტებზე ცესკო განცხადებას ავრცელებს

ცესკო საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევების შესახებ განცხადებას აქვეყნებს: საარჩევნო ადმინისტრაციამ, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებს ეხება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოახდინა. თელავში, საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრის პარტიულ წარმომადგენლობაში ყოფნა მიჩნეულ იქნა წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობად. რის გამოც, თელავის... Читать дальше...

News.ge 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ოქტომბრის პროპორციული არჩევნებისა და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის პროპორციული საარჩევო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, კერძოდ, ”ქართულმა ოცნებამ”, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” და ”პატრიოტთა ალიანსმა”.

News.ge 

მიხეილ სააკაშვილი: დრო აჩვენებს ვინ იყო მართალი

შეგახსენებთ, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

News.ge 

ნიკა მელია: მე ვარ ახლა ქალაქ ზუგდიდში და ვაგრძელებ ბრძოლას მილიარდერი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

დარწმუნებული ვარ, თამაზ ნავერიანი მეორე ტურში გაიმარჯვებს – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამაზ ნავერიანი მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს. “გაიმართება მეორე ტური და დარწმუნებული ვარ, თამაზ ნავერიანი მეორე ტურში გაიმარჯვებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.     © 2016, marshalpress.ge. მასალის გადატანისას წყაროს მითითება სავალდებულოა

News.ge 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: სამწუხაროა, რომ არჩევნებმა ვერ ჩაიარა ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის გარეშე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

News.ge 

თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება შეწყდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აღმაშენებლის ხეივანში, რესტორან მონოპოლთან "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 1400 მმ-იანი წყალსადენის მაგისტრალური ქსელი დაზიანდა.

News.ge 

მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

News.ge 

განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები: მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“, ზუგდიდში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

“ცესკო”-ს შედეგები – მარნეული, სოფელი ყიზილაჯლო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, განმეორებითი კენჭისწყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა. აჰმედ იმამკულიევი – “ნაციონალური მოძრაობა” -48.11% თამაზ ნავერიანი – “ქართული ოცნება” – 43.43% ამ შემთხვევაშიც ორივე კანდიდატი  30 ოქტომბერს დანიშნულ მეორე ტურში განაგრძობს მონაწილეობას. © 2016, marshalpress.ge. მასალის გადატანისას წყაროს მითითება სავალდებულოა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ზუგდიდის 66-ე ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს

ზუგდიდის 66-ე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ხმათა 48.63% მიიღო. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა სანდრა რულოვსმა კი 44.8 %. ორივე კანდიდატი სავარაუდოდ მეორე ტურში განაგრძობს მონაწილეობას, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება. © 2016, marshalpress.ge. მასალის გადატანისას წყაროს მითითება სავალდებულოა