World News in Georgian
Апрель
2017

Новости за 14.04.2017

News.ge 

"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს მუშაობის უფლება სამშაბათამდე მისცეს

გარევაჭრობა მერიამ აკრძალა და 25 მარტიდან ქალაქის სხვდასახვა უბნებში მოვაჭრეების დახლები აიღო.

Marshalpress.ge (მარშალ) 

“ქართული ენის დღე” დაემთხვა “მაცხოვრის ჯვარცმის დღეს”… განა ეს შემთხვევითია? – ლევან ღვინჯილია

14 აპრილი ქართული ენის დღეა. 39 წლის წინ, ამ დღეს პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსულმა საზოგადოებამ ჩვენი ენა გადაარჩინა. ამ მნიშვნელოვან თარიღს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება: “~ დღე მაცხოვრის ჯვარცმისა! ~ წელს “ქართული ენის დღე” დაემთხვა “მაცხოვრის ჯვარცმის დღეს”… განა ეს შემთხვევითია? ~ იქნებ ეს სულაც მინიშნებაა იმაზეც, რომ მაცხოვარივით ჯვარცმული ქართული ენაც […]

News.ge 

დიდი შაბათი - აღდგომის სიხარულის მოლოდინში

როდესაც იესო ქრისტეს სხეული საფლავში ესვენა, მისი სული ჩავიდა ჯოჯოხეთში და აცნობა გარდაცვლილთა სულებს თავისი გამარჯვება სიკვდილზე, გადმოიყვანა იქიდან სამოთხეში ის სულები, რომლებიც იმედით ელოდნენ მის მოსვლას.

News.ge 

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად იბრძოლებს

კანის 70-ე ფესტივალის საკონკურსო სიაში, რომელიც უკვე ცნობილია მთავარ სექციაში მოხვდა უნგრელი რეჟისორის - კორნელ მუნდრუცუს ფილმი "იუპიტერის მთვარე", სადაც მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს.

News.ge 

EMC სუს-ის ანგარიშის საპარლამენტო მოსმენის დახურვას უარყოფითად აფასებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის საპარლამენტო მოსმენის პროცედურას უარყოფითად აფასებს.

News.ge 

"პრეზიდენტის არჩევის წესი როგორი იქნება, დამოკიდებული უნდა იყოს ქართველი ხალხის ნებაზე"

მერვე მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების" წევრმა დავით ლორქიფანიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა.

News.ge 

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მთავრობას შენიშვნები აქვს

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მომხმარებლისათვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა.

News.ge 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელში GDS-ის თანამშრომლების დასაქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კოალიციის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე 30 თანამშრომლის დამატება, რომელთაგან უმეტესობა ყოფილი GDS-ელია, აჩვენებს, რომ შესაბამისი გეგმა ახალი გენერალური დირექტორის მიერ, რომელიც ასევე GDS -ის ყოფილი თანამშრომელია, მართლაც ხორციელდება.

Marshalpress.ge (მარშალ) 

”კულტურის მინისტრი რომ ვიყო, საერთოდ გავაუქმებდი ხელფასებს მსახიობებისთვის”

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მსახიობების პროტესტს, რომელიც ბოლო დღეებია აქტუალურია, სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება:   ”მაპატით, მაგრამ საერთოდ ვერ ვხდები, ბიუჯეტის ფული რატომ უნდა ვუხადოთ მსახიობებს, რომლებსაც ზოგჯერ წლიწადი ისე გადის, როლი არ უწევთ სპექტაკლში. მე რომ კულტურის მინისტრი ვიყო, საერთოდ გავაუქმებდი ხელფასებს მსახიობებსითვის და შემოვიღებდი საჰონორარო სისტემას! ითამაშებ სპექტაკლში, მიიღებ, ფულს. ახლა სხედან […]

News.ge 

თბილისში სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე 16-17 აპრილს გარკვეული შეზღუდვები დაწესდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 და 17 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

News.ge 

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნა სპეციალურად მომზადებულ სადგამზე დააბრძანეს

ტაძარში წაიკითხავენ ღვთისმშობლის დატირებას და შესრულდება დავით გურამიშვილის ლექსზე “იესო” - შექმნილი საგალობელი.

News.ge 

„აქიმიძე და დვალი კაჩაობას თუ დამიწყებენ შეთანხმებას შეიძლება რამე დაემუქროს“

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშის თქმით, თუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები გააგრძელებენ „კაჩაობას“ შესაძლოა მათთან დათქმულ შეთანხმებას საფრთხე შეექმნას.

News.ge 

„ყველა ბომბის დედამ“ 36 ტერორისტი გაანადგურა

აშშ-ს მიერ ავღანეთში გამოყენებულმა „ყველა ბომბის დედამ“ (MOAB) „ისლამური სახელმწიფოს“ 36 მებრძოლი გაანადგურა. ასევე, განადგურებულია ტერორისტების ბაზა.