World News in Georgian
Октябрь
2017

Новости за 19.10.2017

Marshalpress.ge (მარშალ) 

მარნეულში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი დაჭრეს

ცოტა ხნის წინ მარნეულში მდებარე ქართული ოცნების შტაბში უცნობმა პირმა იარაღიდან გაისროლა. დაჭრილია მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი და  მასთან ერთად  მყოფი კიდევ 3 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მაჟორიტარობის კანდიდატს  ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

Marshalpress.ge (მარშალ) 

სხვათაშორის მარგველაშვილი 2013 წლის არჩევნებშიც დამარცხდა – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, რადგან ამომრჩეველმა ხმა მისცა არა პერსონალურად მას, არამედ პარტია “ქართულ ოცნებას”  –  ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას განაცხადა და გამოეხმაურა პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგს, რომელიც დღეს გამართა. კობახიძის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილი არის ოპოზიციის პრეზიდენტი და დღევანდელ ბრიფინგზე მან მოუწოდა ამომრჩეველს, რომ ხმა მისცენ […]

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი 18:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგის თემას არ ასახელებენ, თუმცა სავარაუდოდ, პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, მოაწერს თუ არა ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და უპრეცედენტოდ მშვიდი უწოდა: „რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ […]

Marshalpress.ge (მარშალ) 

მიცვალებულებზე დასკოჩვა, დახეთქილი ყურები და სისხლის გუბეები – უმძიმესი ისტორია ციხიდან (ვიდეო)

ისტორია ციხიდან, სადაც პატიმრებს ყოფილი ხელისუფლების პირობებში უმძიმეს მდგომარეობაში ამყოფებდნენ. მორგში, მიცვალებულებზე დასკოჩვა და მათ გვერდით გატარებული ღამეები, დახეთქილი ყურები, სისხლის გუბეები, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დაინვალიდებული ადამიანები. ამ ყველაფერზე მომღერალმა ბექა ჩხაიძემ გადაცემა “პრაიმ-შოუ-ში სტუმრობისას ისაუბრა. ის თავად იყო პატიმარი 2009 წელს, მართალია მას ფიზიკურად არავინ შეხებია, თუმცა ის იყო შემსწრე ყველა იმ ამბისა, რაც […]