World News in Georgian
Декабрь
2017

Новости за 09.12.2017

Marshalpress.ge (მარშალ) 

მკვლელობამდე, 4-5 საათით ადრე ვისაუბრეთ მობილურით – რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო – ზურა რომ არ მოეკლათ?!

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას შესახებ წერს: “54 წლის გადებოდა დღეს ზურა ჟვანია. მკვლელობამდე, 4-5 საათით ადრე ვისაუბრეთ მობილურით, ასე მითხრა – ხვალ ვერ მოვახერხებ და ზეგ შევხვდეთო……. კარგ ხასიეთზე იყო, ხუმრობდა….. ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვმეგობრობდით. მიუხედავად ამისა – არასოდეს მიმიმართავს მისთვის “შენობით” (ამაზე ბრაზობდა ???? ) მიხარია, რომ დღეს ჩვენი შვილები მეგობრობენ, […]

Marshalpress.ge (მარშალ) 

სააკაშვილის დედა ნერვიულობს – ვიცი, რომ გაცივდა. არ ვიცი, რამდენად ჰქონდა ან აქვს ფილტვების ანთება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, მისი შვილი უკრაინის ხელისუფლებას უკანონოდ ჰყავს დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალასანიამ განუცხადა, მას საკმაოდ მწირი ინფორმაცია გააჩნია შვილის მდგომარეობის შესახებ. ამასთან, როგორც ალასანიამ აღნიშნა, თუ საჭირო გახდება, უკრაინაში ის პირადადაც ჩავა. „მისი დაკავება სრულიად უკანონოა. სად გაგონილა ასეთი ამბავი, თან დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია და ევროკავშირისთვის ემზადებიან. თუ საჭირო ვიქნები, […]

Marshalpress.ge (მარშალ) 

დროებითი დაკავების იზოლატორში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია

დროებითი დაკავების იზოლატორში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია – ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანი ავრცელებს. “საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. დროებითი დაკავების იზოლატორს ახლა ოთხი ადვოკატი ტოვებს. დაკავებული სააკაშვილი ისვენებს. პროკურორები აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით შინაპატიმრობის შესახებ სასამართლოსადმი შუამდგომლობას ამზადებენ” – წერს ლარისა სარგანი.

Marshalpress.ge (მარშალ) 

სოფელ დაგვაში 18 წლის ახალგაზრდას ეძებენ

სოფელ დაგვაში 18 წლის ახალგაზრდას ეძებენ. დაკარგული სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ,,ბოლო ინფორმაციით, იგი ქობულეთის ცენტრში უნახავთ, სამარშრუტო ტაქსით წასულა ქობულეთში. იმ დღესვე მივმართეთ პოლიციას. ვითხოვთ დაიკითხოს ყველა, ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს. ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ვითხოვთ დახმარებას“  – აცხადებს დაკარგული მოზარდის მამა. შსს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყო.

Marshalpress.ge (მარშალ) 

ნაცების გლოვა და არაადექვატური პოსტები – “უკრაინისკენ დავიძრათ” (ფოტოკოლაჟი)

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და წევრები მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო არაადექვატურები გახდნენ და სოციალურ ქსელში ერთმანეთის გამხნევება სცადეს.