World News in Georgian
Май
2024

Новости за 20.05.2024

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები დემოკრატიაზე": "აგენტების კანონი" ვეტოს ფაზაში

20 მაისს ვისაუბრეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ "აგენტების კანონზე" ვეტოს დადების შემდგომი ფაზის სპეციფიკაზე - რა შანსია ქვეყნისთვის? რა არჩევანია "ოცნებისთვის"? ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ზაზა შენგელია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი.

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები განათლებაზე": პოლიტიკური პროტესტი და განათლება

17 მაისის თემა იყო: „აგენტების კანონი“, პროტესტი და საგანმანათლებლო სივრცე. სტუმარი: ქეთი ცოტნიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გიორგი (გოტა) ჭანტურია, "განათლების კოალიციის" დირექტორი.

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები საგარეო პოლიტიკაზე": "აგენტების კანონი" - "საქართველოს ხალხის ინტერესის ღალატი"

16 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ "აგენტების კანონით" გამოწვეულ მნიშვნელოვან ვიზიტებზე საქართველოში და საქართველოს პარტნიორების მთავარ გზავნილზე. სტუმარი: თორნიკე თურმანიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ნინო სამხარაძე, GIP-ს ანალიტიკოსი.

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე: ზურაბიშვილმა ვეტოთი ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტოს დადებით ამ საკითხზე დისკუსიის სივრცე გააქრო. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის „უხეშ ვეტოზე“ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

Radiotavisupleba.ge 

მთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის თვითმფრინავის 3000 ბილეთის სუბსიდირებას გეგმავს

​მთავრობა თბილისიდან და ქუთაისიდან გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობით ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, თვითმფრინავის ბილეთების სუბსიდირებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საუბარია 3000 ბილეთზე.