29-30 ნოემბრის ღამეს, აქციაზე დაშავებული 40 ადამიანი გადაიყვანეს კლინიკებში - ჯანდაცვის სამინისტრო
29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი. აქედან, აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების - 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს - 2 წარმომადგენელია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი, მედიკოსების რეკომენდაციითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება. Читать дальше...