World News in Georgian
Ноябрь
2024

Новости за 30.11.2024

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დევნის გამო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება თბილისში ბოლო ორ დღეში სამართალდამცველების მიერ პროევროპული აქციების დაშლას და შეშფოთებას გამოხატავს ძალის გადამეტების შესახებ ცნობებზე ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ. „საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას საქართველოში. შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დევნის შესახებ ცნობებით და მოვუწოდებთ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების პატივისცემისკენ. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროევროპულ აქციაზე შსს-მ ერთ ღამეში 107 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, 29 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე 107 პირი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

Radiotavisupleba.ge 

"გამოფხიზლდით!" - სალომე ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს, აქტიურად გამოხატონ პოზიცია.

Radiotavisupleba.ge 

დემონსტრანტთა დაკავების პარალელურად, რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დემონსტრანტთა დარჩენილი ნაწილის დარბევისა და მათი ნაწილის ძალადობრივად დაკავების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

Radiotavisupleba.ge 

დილის 6:15 საათიდან დარბევა და დაკავებები გაგრძელდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „მარიოტთან“ მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ის თანამშრომლებმა გამთენიისას, 06:15 საათისთვის დემონსტრანტების დარბევა და დაკავება გააგრძელეს. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დემონსტრანტები, - რომლებიც პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა პარლამენტის წინა ტერიტორიიდან განდევნეს, - „მარიოტთან“ იყვნენ გამაგრებულები და ბარიკადები ჰქონდათ აღმართული. წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი რჩებოდა. გამთენიისას ბესიკის ქუჩიდან პოლიციელთა დამატებითი რაზმი ჩამოვიდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აუცილებლად უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთის მარიონეტებს, ივანიშვილსა და მის ამფსონებს - კონგრესმენი უილსონი

კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოში პრო-ევროპული დემონსტრაციების პარალელურად, აცხადებს, რომ აუცილებელია, აშშ-მა სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას. „აუცილებლად უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთის არალეგიტიმურ მარიონეტებს, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან და მათ სუვერენიტეტს ართმევენ. მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის ამფსონებს“, - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე. ჯო უილსონი არის რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ინიციირებული „მეგობარი აქტის“ ერთ-ერთი ავტორი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციელებმა „მარიოტთან“ ჯიპიდან სამი პირი გამოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მახლობლად, ავტომობილში, Jeep Wrangler-ში მყოფი სამი პირი გამოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი - კარი გამოაღეს, სპრეი ავტომობილში შეასხეს,  ერთ-ერთი პირი გამოათრიეს და რამდენიმე მეტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდეგ კი წაიყვანეს - იგი, სავარაუდოდ, დაკავებულია. ძალის გამოყენებით დააკავეს კიდევ ორი ადამიანი. პოლიციის ამ თანამშრომლებს ზურგჩანთები, შავებში არიან გამოწყობილები და ნიღბები და ჩაფხუტები უკეთიათ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორმა ჟურნალისტმა "რუსთავი 2" დატოვა "მიმდინარე მოვლენების გამო"

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა. რადიო თავისუფლებას ეს გადაწყვეტილება დაუდასტურა თავად მარიამ ჯანელიძემ, ის ბექა პატურაშვილის მეუღლეცაა. ინფორმაცია დაადასტურა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო შუბლაძემ.

Radiotavisupleba.ge 

„ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე” - რას გეგმავს, რა შეუძლია და რას სთხოვენ პრეზიდენტს, მასშტაბური პროტესტის ფონზე

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი 4 წლით შეჩერებულად გამოაცხადა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობას ბოლომდე უერთგულებს და იქნება „პრეზიდენტი ბოლომდე“.

Radiotavisupleba.ge 

PACE "მკაცრად გმობს სასტიკ ზეწოლას მშვიდობიან დემონსტრაციებზე თბილისში"

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კომიტეტმა 29 ნოემბერს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში შექმნილ ვითარებაზე - მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე უარის გამო, მისი საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ. "ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებიც არსობრივია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის და დემოკრატიული ინსტიტუტების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიცია წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს „თბილისი მარიოტთან“

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ გააგრძელდა საპროტესტო დემონსტრაციის დარბევა. შსს-ის თანამშრომლებმა, 30 ნოემბერს 02:35 საათისთვის დაიწყეს წყლის ჭავლის გამოყენებით „მარიოტის“ მოპირდაპირე მხარეს აღმართული ბარიკადების დაშლა; ასევე, აქციის მონაწილეების დაშლა. სპეცრაზმელები იყენებენ ცრემლსადენ გაზსაც. ძალის გამოყენებით აკავებენ აქციის მონაწილეებს. სპეცრაზმმა და სპეციალურმა ტექნიკამ რამდენიმე მეტრით წინ წაიწია. ისინი რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებას ცდილობენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიდევ ერთი ნოემბერი, უკვე ივანიშვილის შესრულებით - გახარია

„2024 წლის 30 ნოემბერი - კიდევ ერთი ნოემბერი უკვე ივანიშვილის შესრულებით. კიდევ ერთი დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“, - ასე აფასებს ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიციის მიერს პრო-ევროპული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევას. „რეჟიმმა თვითგადარჩენისთვის არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადა. ახალგაზრდებზე, რომლებსაც მხოლოდ თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრება სურთ. მოძალადე რეჟიმს საქართველომ ერთხელ უკვე უთხრა - არა“ - წერს გახარია ფეისბუკზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველზე დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისის მერიოტის“ მოპირდაპირე მხარეს დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ. პოლიციის მიერ აქციის დარბევისა და წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, გამზირზე ათასობით დემონსტრანტი რჩება. მარტიოტთან ახლა რამდენიმე კარავია აღმართული, მათ გვერდით მიიტანეს ნაგვის ურნები, ქუჩის სკამები და სხვა ნივთები.  თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია აქციის დაშლას განაგრძობს. მოქალაქეები ცდილობენ მიმდებარე ქუჩებს შეაფარონ თავი, შემდეგ კი ისევ დაბრუნდნენ რუსთაველის გამზირზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მირტყეს სანამ არ მობეზრდათ" - პოლიციამ იძალადა RealPolitika-ს ჟურნალისტზეც

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს პოლიციამ იძალადა RealPolitika-ს ჟურნალისტ აკა ზარქუაზეც. ძალადობის ამსახველი კადრები, რომელიც შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაშია გადაღებული, მედიაგამოცემამ გაავრცელა.

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტი: ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხი უნდა აგონ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ ძალის გადამეტებაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს.

Radiotavisupleba.ge 

ტატო ქელბაქიანის თქმით, მის პოლიციამ არასრულწლოვან შვილს სცემა და დააკავა

ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანი აცხადებს, რომ პოლიციამ მისი არასრუწლოვან შვილს სცემა და დააკავა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას განუცხადა.

Radiotavisupleba.ge 

ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია - „ჰელსინკის კომისია“ საქართველოს მთავრობაზე

აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია“, იგივე „ჰელსინკის კომისია“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს. „ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია“, - წერია განცხადებაში, რომელიც 30 ნოემბერს გამოქვეყნდა. განცხადება კომისიის ხელმძღვანელების, კონგრესმენების, სტივ კოენისა და ჯო უილსონის სახელით გამოქვეყნდა. კომისიამ სოლიდარობა გამოუცხადა „ქართველი ხალხის მშვიდობიან პროტესტს დემოკრატიისა და ევროპის მომავლის გადასარჩენად, ხელისუფლების ძალადობრივი რეპრესიების პირისპირ“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დემონსტრაციის მეორე დღის გაშუქებისას კვლავ ძალადობენ ჟურნალისტებზე

ცნობები დროგამოშვებით ახლდება - ამჟამად, სულ მცირე, ხუთ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. 29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პრო-ევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტები დაშავდნენ. პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან. „პუბლიკის“ ცნობით, გამოცემის ჟურნალისტს, ანა მსხალაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სპეცრაზმელმა ხელი დაარტყა და ტელეფონი წაართვა ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველზე პოლიცია აქციის დაშლას განაგრძობს, დემონსტრანტები ადგილზე ცდილობენ დარჩენას

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია აქციის დაშლას განაგრძობს. მოქალაქეები ცდილობენ მიმდებარე ქუჩებს შეაფარონ თავი, შემდეგ კი ისევ დაბრუნდნენ რუსთაველის გამზირზე.