ჩხრეკა მიმდინარეობს ილიაუნის ასისტენტ-პროფესორის, საბა ჯაჯანიძის ბინაში
ილიაუნის ასისტენტ-პროფესორის, საბა ჯაჯანიძის ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაახლოებით 17 საათიდან ატარებენ ჩხრეკას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასთან არ უშვებდნენ ადვოკატს. ადვოკატი საბა ჯაჯანიძის ბინაში ცოტა ხნის წინ შევიდა. უცნობია, რის საფუძველზე მიმდინარეობს მის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები. საბა ჯაჯანიძის ბინის კართან მისულია მისი დედაც და ითხოვს სახლში შესვლას: „რა გისწავლიათ ჩემს შვილზე მეტი? მე ცუდ სიტყვას ვერ გეტყვით, მაგრამ თქვენ ხართ სინდის-ნამუსგარეცხილი ხალხი, გრძნობა რომ აღარ გაქვთ. Читать дальше...