World News in Georgian
Декабрь
2024
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Новости за 04.12.2024

Radiotavisupleba.ge 

დააკავეს კაცი, რომელმაც შსს-ს თანახმად, აქციის შემდეგ "მზიურში" სამეთვალყურეო კამერები დააზიანა

პოლიციამ 42 წლის კაცი დააკავა სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისთვის. შსს-ს გამოძიების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, პარკ "მზიურში" მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა. შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში შემთხვევის თარიღი მითითებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ლ.ჩ. ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. უწყება ხაზს უსვამს, რომ ბრალდებული ადრე მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდა სასჯელს. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ლიდერობა ღირსებით“ - აშშ-ის საელჩო საქართველოში აგრძელებს ორსიტყვიანი გზავნილების კამპანიას

„ლიდერობა ღირსებით?“ - ამ ორი სიტყვით ეხმაურება შეერთებული შტატების საელჩო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც 2 დეკემბერს თქვა, რომ „საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა“, როდესაც მორიგი კომენტარი გააკეთა საპროტესტო ტალღაზე, რომელიც მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი. ბოლო სამი დღეა, აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში, ორი და სამსიტყვიანი გზავნილებით ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში ჯაშუშობის ეჭვით დააპატიმრეს რუსეთის მოქალაქე ქალი

აშშ-ში დააპატიმრეს რუსეთის მოქალაქე, ნომა ზარუბინა, ეჭვის საფუძველზე, რომ იგი ყალბ ინფორმაციას აწვდიდა აშშ-ის სამართალდამცველებს და კავშირებს ინარჩუნებდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან - რაც მას აკავშირებს ჯაშუშობაში კიდევ ერთ ეჭვმიტანილთან, რომელმაც შეერთებული შტატები დატოვა სამართალდამცავთა მხრიდან დევნის ფონზე. ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის სასამართლოსთვის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ნოემბრის ბოლოს წარდგენილი ინფორმაციით, ზარუბინა რუსეთის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა (FSB) 2020... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

3-4 დეკემბრის ღამეს დემონსტრაციიდან კლინიკებში გადაყვანილია 15 ადამიანი

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 3-4 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 15 დაშაბული. მათ შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების 3 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წარმომადგენელია. დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სირიელი მეამბოხეები ქალაქ ჰამის კიდესთან იმყოფებიან

სირიის მთავრობასთან დაპირისპირებული მეამბოხეების ძალები მიადგენენ მნიშვნელოვანი ქალაქის, ჰამას კიდეს, იმ ფონზე, როცა მათმა ბრძოლამ გამოიწვია მოსახლეობის გადაადგილების მასშტაბური ტალღა - იუწყება ომზე დამკვირვებელი ორგანიზაცია. ისლამისტების ხელმძღვანელობით მოქმედი მეამბოხეები წინ მიიწევენ სირიის სიდიდით მეოთხე ქალაქისკენ, მანამდე მათ დაიკავეს არეალები ქვეყნის ჩრდილოეთში. ათწლეულზე მეტი დროის ისტორიის მქონე სირიის სამოქალაქო ომის მოულოდნელი განახლება იწვევს დეესკალაციისკენ მოწოდებებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი კვლავ „მედიკამენტოზურ ძილშია“

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული 21 წლის ალექსი თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნინო ხარაიშვილი, ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ დაშავებულს უგრძელდება „მედიკამენტოზური ძილი“: „სასიცოცხლო პარამეტრები ამ მომენტისათვის სტაბილურია“, - თქვა ნინო ხარაიშვილმა 4 დეკემბრის დილას. ალექსი თირქიას დემონსტრაციის დაშლისას, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული მოხვდა. დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა, 3 დეკემბერს ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს „ფორმულის“ ოპერატორი

ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაშია გადაყვანილი ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორი თედო ქვაჩახია. ის რუსთაველის გამზირზე 4 დეკემბრის ღამეს დაშავდა საპროტესტო აქციის გაშუქებისას. ნინო ხარაიშვილი, ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: „აქვს თავის ტვინის შერყევა და რბილი ქსოვილების ექსკორიაციული დაზიანება. ჩივილები არ აქვს“. წუხელვე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილიც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სენაკში ქმარმა 46 წლის ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კაცმა ქალს ჭრილობები ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით - ეს არის ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობა იმის გამო, რომ ის ქალია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საჯარო სექტორში დასაქმებულები გმობენ "პროტესტის არაპროპორციულ დარბევას"

საჯარო სექტორის თანამშრომლები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ემიჯნებიან ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე და მკაცრად გმობენ "საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას". "ვადასტურებთ, ჩვენს განუხრელ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, არაერთხელ მკაფიოდ გამოხატული ნების მიმართ! ვემსახურებით საქართველოს!" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს და გასამართლებას მოითხოვენ

სამხრეთ კორეის ოპოზიცია პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის გადადგომას მოითხოვს მისი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოეცხადებინა. ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ, თუ ის თავისი ნებით არ გადადგება. მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, მოითხოვა, რომ პრეზიდენტს და თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს ბრალიც წაუყენონ ამბოხებისა და სახელმწიფო ღალატისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის რეგიონებზე ღამით და დილით დრონებით შეტევა იყო

რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. თავდაცვის სამინისტრომ დილით ორჯერ გაავრცელა მონაცემები, რომელთა მიხედვით, რუსეთის რვა რეგიონში 35 უკრაინული დრონი მოიგერიეს. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ზოგიერთი რუსული ტელეგრამ-არხის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო ქალაქ რიაზანთან მდებარე სამხედრო აეროდრომი „დიაგილევო“. სანდო წყაროები ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა დილით ტელეგრამ-არხზე მხოლოდ ის დაწერა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები": პროტესტი და ძალადობა სახელმწიფოსგან - ვის ახსოვს კანონი?..

4 დეკემბერს ვისაუბრეთ თემაზე: პროტესტის უფლება, სახელმწიფო, ძალადობა - ვის ახსოვს კანონი?.. სტუმრები: თამარ ონიანი, საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი, თავმჯდომარის მოადგილე და შოთა ნარსია, ISFED-ის უფროსი მკვლევარი. ვუძღვები: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.

ИА «Новости-Грузия» 

Курс лари на среду – 2,8746 GEL/$1

Национальный банк Грузии установил обменный курс лари по отношению к доллару США на 4 декабря в размере 2,8746 GEL/$1.

Radiotavisupleba.ge 

"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი, რამდენი ფოიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია

4 დეკემბრისთვის პროევროპულ აქციებზე თითქმის სამასამდე ადამიანია დაკავებული - მათი უმეტესობა ამბობს, რომ დაკავებისას სასტიკი ანგარიშსწორების სამიზნე გახდა.

Radiotavisupleba.ge 

"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ

საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ცნობები საქართველოში საპროტესტო აქციებისას დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც საემიგრაციო სამსახური ქვეყნიდან აძევებს. რადიო თავისუფლებას თავის ისტორიას უყვება გელა მეგრელიძე, რომელიც აქციაზე დაკავების შემდეგ მიგრაციის სამსახურში დაიბარეს.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის უმსხვილეს საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკში აფეთქებები იყო

რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში ღამის განმავლობაში ძლიერი აფეთქებები იყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები იუწყებიან. შავ ზღვაზე მდებარე ნოვოროსიისკში რუსეთის უმსხვილესი პორტი და არაერთი დიდი საწარმო მდებარეობს. ქალაქში დისლოცირებულია შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა. საჰაერო განგაში 4 დეკემბერს, ღამის ორი საათისთვის გამოცხადდა. ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ ქალაქის მცხოვრებთ ტელეგრამ-არხით მოუწოდა, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სენატორები: „ქართული ოცნების“ ქმედებები საქართველოს მიათრევს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ

სამმა ამერიკელმა სენატორმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ხალხს, რომელიც „მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს“ მმართველი პარტიის „სასტიკი რეპრესიებისგან“. ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, დემოკრატი ბენ კარდინის და მაღალი რანგის წევრების, რესპუბლიკელების, როჯერ უიკერის და ჯონ კორნინის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებიდან სერიოზული ღალატია ქართველი ხალხის მკაფიო სურვილის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ დემონსტრანტებმა დელისამდე მსვლელობა მოაწყვეს

აქციის მონაწილეებმა, რომელთა დასაშლელადაც პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენა, დედაქალაქში რუსთაველის გამზირიდან დელისის მეტროსადგურამდე მსვლელობა მოაწყვეს. გმირთა მოედანზე, მელიქიშვილის, კოსტავას, პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ამ მიზეზით საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო.

Radiotavisupleba.ge 

"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი

"წამებაა დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა" - ასე აფასებს სახალხო დამცველი პროევროპულ აქციებზე დაკავებულების და ნაცემების წინააღმდეგ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით პოლიცია დანაშაულს სჩადის.

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ განაახლა წყლის ჭავლით აქციის დაშლა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ განაახლა აქციის მონაწილეთა დაშლა. საპოლიციო ძალები ერთდროულად წყლის ჭავლის რამდენიმე ავტომობილსა და ცრემლმდენი აირის ბალონებს ისვრის.