World News in Georgian
Декабрь
2024
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Новости за 04.12.2024

Radiotavisupleba.ge 

საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტი არ განხორციელდება, გადავხედავთ თანამშრომლობას - გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრი, სვენია შულცე ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

შეიქმნა პლატფორმა, რომელშიც ჩანს, პარლამენტთან სად დგას პოლიცია

ინტერნეტში გავრცელდა ახლად შექმნილი პლატფორმის ბმული, რომელზე გამოსახულ რუკაზეც ჩანს, პარლამენტთან სად დგას პოლიცია. მონაცემები ონლაინ რეჟიმში ახლდება. პლატფორმა ბიზნესისა და ტექნოლოგიები უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტებმა შექმნეს. ამავე ბმულზე ჩანს, რა წერტილებშია შესაძლებელი პირველადი დახმარების მიღება. „უახლოეს მონაცემებში“ კი ჩნდება ცნობები, რომლითაც აქციის მონაწილეებს აცნობენ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას. მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ კორეის მთავრობამ დაამტკიცა გაუქმება საომარი მდგომარეობისა, რომელიც  პრეზიდენტმა შემოიღო და პარლამენტმა უარყო 

სამხრეთ კორეის მთავრობამ მას მერე, რაც ქვეყნის პარლამენტმა კენჭი უყარა და უარყო პრეზიდენტის მიერ საომარი მოქმედების შემოღების გადაწყვეტილება, გააუქმა ის.   აშშ-მა უფრო ადრე, 3 დეკემბერს იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთი კორეის მთავრობა პატივს ცემდა საკანონმდებლო ორგანოს წერების გადაწყვეტილებას და გააუქმებდა საომარ მდგომარეობას, რომელიც პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა შემოიღო.  სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება ჩრდილოეთ კორეის შიდა მხარდამჭერებთან ბრძოლის აუცილებლობით ახსნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველზე ისვრიან ცრემლმდენ ბალონებსა და პიროტექნიკას

თბილისის ცენტრში მეექვსე ღამეა მოქალაქეები გამოხატავენ პროტესტს პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო - ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე არ აპირებს დღის წესრიგში დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

Radiotavisupleba.ge 

„დაგმე ძალადობა“ - მწერლები მწერალთა სახლისგან რეაქციას ითხოვენ

მწერლების მცდელობა, მწერალთა სახლის დირექტორს დალაპარაკებოდნენ, კრახით დამთავრდა. ქეთი დუმბაძემ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა და მიზეზად მაღალი წნევა დაასახელა. მწერლები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე ნაცემი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და ძალადობის დაგმობას ითხოვენ.

Radiotavisupleba.ge 

აქციაზე პიროტექნიკით დაშავდა პირველი არხის ოპერატორი

3-4 დეკემბრის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გაშუქების დროს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი. მას სასწრაფო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

Radiotavisupleba.ge 

ერდოანმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს სირიის გარშემო

Reuters-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, ტელეფონით განიხილა სირიაში კონფლიქტის განახლება, ნათქვამია ერდოანის ოფისის მიერ სამშაბათს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ერდოანსა და პუტინს შორის საუბარი შედგა 3 დეკემბერს. თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს დიპლომატიის უცილებლობას ჩრდილოეთ სირიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამის ფონზე სირიელი მეამბოხეები სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში მიუახლოვდნენ დიდ ქალაქ ჰამას, იტყობინებიან თვითონ მეამბოხეები და ომის დამკვირვებლები. Читать дальше...