World News in Georgian
Декабрь
2024
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Новости за 14.12.2024

Radiotavisupleba.ge 

"ყველაფერი ვთქვი და ახლა მივდივარ სამსახურში" - სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე გამოჩნდა

14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე დილით 09:30 საათისთვის პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს იმ დროს გამოჩნდა, როცა პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარებდა.

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება - "ქართული ოცნება" პრეზიდენტს ირჩევს

პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით, პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შესაძლებლობაც. 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს საქართველოს პრეზიდენტო, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც მეთექვსმეტე დღეა აქციებს მართავენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების ყვითელი დონე” გამოცხადდა

დღეიდან, 14 დეკემბრიდან, "საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა".

Radiotavisupleba.ge 

უკრაინული FEMEN-ის აქტივისტებმა ჟენევაში, გაეროს შენობასთან საპროტესტო აქციაზე ძეგლი დააზიანეს

უკრაინული მოძრაობის FEMEN-ის აქტივისტებმა 13 დეკემბერს აქცია გამართეს ჟენევაში, ერთა სასახლის - გაეროს ევროპული შტაბ-ბინის წინ. აქტივისტები ჯაჭვური ხერხით დააზიანეს 12 მეტიანი  სკულპტურა - მემორიალი - „გატეხილი სკამი“, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიმართ წინააღმდეგობის სიმბოლოა. აქციის მონაწილეებს, რომლებიც წელს ზემოთ შიშველი იყვნენ, ზურგზე ეწერათ „უარი ნაღმებს.“ ხოლო მკერდზე - შეურაცხმყოფელი წარწერები რუსეთისა და გაეროს მისამართით. აქცია წარმოადგენდა პროტესტს უკრაინის ომში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სამხედრო ბაზას გერმანიაში დაუდგენელმა დრონებმა გადაუფრინეს

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზას რამშტაინში გერმანიაში დაუდგენელი წარმოშობის დრონებმა გადაუფრინეს - დაადასტურა აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა. მის თანახმად, 3-4 დეკემბერს საღამოს დრონები ნახეს კაიზერსლაუტერნთან მდებარე ფართო ტერიტორიის თავზე. უსაფრთხოების წრეებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმე მოყვარულების დრონებს არ ეხება. ზუსტად ვინ დგას დრონების უკან, გაურკვეველია. უფრო ადრე “შპიგელი” იტყობინებოდა ინციდენტების შესახებ. მისი ინფორმაციით, დრონებმა გადაუფრინეს გერმანიის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს. Читать дальше...