საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ მისცეს კაცს, რომელიც დეკემბერში აქციაზე დააკავეს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უარი უთხრა გერმანიის მოქალაქე გელა მეგრელიძეს, რომელიც პოლიციამ 1 დეკემბერს პროევროპულ დემონსტრაციაზე დააკავა, სცემა და პირადი ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული კამერა და ტელეფონი წაართვა. ბინადრობის უფლებაზე უარის მიზეზად დასახელებულია სახელმწიფო ინტერესებთან მისი საქართველოში ყოფნის შეუთავსებლობა და საფრთხე, რომელსაც ის უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას/საზოგადოებრივ წესრიგს. ეჭვი იმაზე, რომ აქციაზე დაკავება შესაძლოა ქვეყნიდან მისი გაძევების საფუძველი გამხდარიყო... Читать дальше...