World News in Georgian
Январь
2025
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Новости за 09.01.2025

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიით ქართულ თემატიკაზე პროექტი განხორციელდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს, 9 იანვარს, ახალ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მის დასახელებას 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ჯილდო, რომლითაც განხორციელდება პროექტი. "ეს არ არის სტიპენდია, ეს არის ჯილდო. მეორე მხრივ, ეს არის დაფინანსება პროექტის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ თემატიკაზე დაიწეროს პროექტი, რაზეც ჩვენ დავიწყებთ მუშაობს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, იმიტომ რომ მე ვარ პრეზიდენტი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას აქვს დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნის „სამშვიდობოზე“ გასაყვანად. ამის შესახებ მან თავის ახალ ოფისში გამართულ პირველ ბრიფინგზე ილაპარაკა.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლად დანიშნული პირი ამბობს, რომ ტრამპს ომის სამართლიანად დასრულება სურს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში წარმომადგენლად დანიშნული კით კელოგი ამბობს, რომ ტრამპი უკრაინის ინტერესებს გაითვალისწინებს და მიზნად დაისახავს ომის სამართლიანი და მიუკერძოებელი ფორმით დასრულებას. "ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის არ ცდილობს რაიმე მისცეს [რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ] პუტინს ან რუსებს", - ამბობს კელოგი, რომელიც გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტია. "იგი რეალურად ცდილობს უკრაინის გადარჩენას და მისი სუვერენიტეტის გადარჩენას", - უთხრა კელოგმა ტელეკომპანია Fox News-ს 8 იანვარს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილმა ახალ ოფისში ჟურნალისტებს უმასპინძლა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ ოფისში პირველი ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს უმასპინძლა. ოფისი თბილისში, ვერაზე, ჭოველიძის ქუჩაზე მდებარეობს.

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დავესწრები

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დაესწრება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას. ამის შესახებ მან განაცხადა ახალ ოფისში, სადაც დღეს, 9 იანვარს, ჟურნალისტებს უმასპინძლა.

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ დღევანდელ, 9 იანვრის სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს. საკითხის წარდგენისას მთავარმა მომხსენებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა: „სამოქალაქო ინიციატივის სახით, კანონპროექტი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ განსახილველად წარედგინა პარლამენტს და ახლა მთავრობამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვის ნიშნად სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს

საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღეა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მომხდარი ტრაგედიის გამო. 5 იანვარს სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა. მათ დღეს, 9 იანვარს, დაკრძალავენ. გლოვის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. ინფორმაცია, რომ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, 8 იანვარს გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა. განკარგულებას ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.  ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვა 6 იანვარს იყო გამოცხადებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები": საჯარო სამსახური - ცვლილებები კანონში და დამდგარი რეალობა

9 იანვარს ვისაუბრეთ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებზე, მათ ამოქმედებამდე დაწყებულ პოლიტიკური ნიშნით საკადრო წმენდასა და სისტემაში დასაქმებულების მომავალზე. სტუმარი: ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი.

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად

კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში ჯერჯერობით ვერ ხერხდება 7 იანვარს ტყეებიდან დაწყებული მასშტაბური ხანძრების ლოკალიზება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სიტუაციას ძლიერი ქარი ართულებს. ხანძარმა უკვე იმსხვერპლა, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე. კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ ხანძრის ახალი, მეექვსე კერა გაჩნდა ლოს-ანჯელესის კიდევ ერთ რაიონში, ჰოლივუდის ბორცვზე. ხანძრის რაიონებიდან ევაკუირებულია 150 000-ზე მეტი ადამიანი. ყველაზე ძლიერი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დრონებით დარტყმის შემდეგ მეორე დღეა იწვის რუსეთის ქალაქ ენგელსის ნავთობის ბაზა

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა „სამრეწველო საწარმოზე“ დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძრის ფართობის გაზრდის გამო. ამის შესახებ ტელეგრამით იუწყება ოლქის გუბერნატორი რომან ბუსარგინი. გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციისას ორი მეხანძრე დაიღუპა. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 8 იანვარს განხორციელდა. დღეს, 9 იანვარს, ხანძრის ქრობა გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება არ ასახელებს კონკრეტულ საწარმოს, რომელზეც დრონებით შეტევა იყო. 8 იანვარს უკრაინის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

13 ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად

უკრაინელმა მაშველებმა 8 იანვარს, ღამით დაასრულეს მუშაობა ქალაქ ზაპოროჟიეს რაიონში, რომელიც რუსეთის ჯარებმა დღისით დაბომბეს. ხანძრის ლიკვიდაციის და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ დაიღუპა 13 და დაშავდა 63 ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ორჯერ დაარტყეს მართვადი ავიაბომბებით, რომლებიც „ინფრასტრუქტურული ობიექტის ადმინისტრაციული ნაწილის“ მახლობლად და გზის სავალ ნაწილზე აფეთქდა. ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი დაესწრება რამშტაინის შეხვედრას, რომელიც სავარაუდოდ უკანასკნელი იქნება ამ ფორმატში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის თავდაცვის შესახებ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში ე.წ. რამშტაინის ფორმატში. შეხვედრა გერმანიაში გაიმართება 9 იანვარს. ზელენსკის თქმით, იქ უკვე იმყოფება უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. საკონტაქტო ჯგუფმა თავდაცვის მინისტრებისა და სამხედრო მეთაურების დონეზე უნდა განიხილოს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის სტრატეგია რუსული აგრესიის მოგერიებაში. უპირველეს ყოვლისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიხილება საჰაერო თავდაცვის... Читать дальше...