World News in Georgian

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ის თანაპარტიელ კოტე კემულარიას სახლთან დააკავეს. შსს-ში 8 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ირაკლი ოქრუაშვილი დაახლოებით ნახევარი საათის წინ დააკავეს, მას შემდეგ რაც, ისინი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-დან გამოვიდნენ.

„გადაგვიდგნენ მანქანებით და ირაკლის დაადეს ხელბორკილები“,- ამბობს ანა რეხვიაშვილი.

მისი განცხადებით, ოქრუაშვილი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული კანონდარღვევის გამო. რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

Читайте на сайте