World News in Georgian

რუსეთის ქალაქებში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ცნობები მომიტინგეების დარბევის შესახებ ვრცელდება ირკუტსკიდან, ულან-უდიდან და ხაბაროვსკიდან.

ირკუტსკის ცენტრალურ მოედანზე 60-მდე ადამიანი მივიდა. არის დაპატიმრებები.

ტომსკში ასევე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი გოგონაა, რომელიც აქციაზე პლაკატით მივიდა „არა [როსკომნადზორი]“.

ბევრს ეკავა პლაკატები წარწერით – “არა მობილიზაციას”.

ნოვოსიბირსკში აქციის დასაშლელად პოლიციის სპეცრაზმი გამოვიდა.

ერთ-ერთი მედიასაშუალების ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში სხვადასხვა ანტისაომარ აქციებზე, დაახლოებით, 16 500 ადამიანია დაკავებული.

Читайте на сайте