ემანუელ მაკრონი: ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი გაგრძელდება ყველა სფეროში
„24 თებერვლის შემდეგ ჩვენი ერთობა არ დარღვეულა“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
შოლცი და მაკრონი ელისეის ხელშეკრულების ხელმოწერის 60 წლისთავის აღსანიშნავად შეხვდნენ ერთმანეთს.
ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა იქნება ურყევი ყველა სფეროში.
„ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურად მოქმედებას უკრაინის დასაცავად. 24 თებერვლის შემდეგ ჩვენი ერთობა არ დარღვეულა. არც პასუხისმგებლობისგან აგვირიდებია თავი. ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი გაგრძელდება ყველა სფეროში“, – აღნიშნა მაკრონმა.