World News in Georgian

Bloomberg: რუსული სპეცსამსახურები პუტინს შოიგუს გადაყენებას და სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადებას სთხოვენ

რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში “მკაც­რი ხა­ზის” მომ­ხრე­ე­ბი ვლა­დი­მერ პუ­ტინს მო­უ­წო­დე­ბენ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვი, გა­მო­ა­ცხა­დოს სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია და გა­და­ვი­დეს უფრო აგ­რე­სი­ულ ომზე. ამის შე­სა­ხებ Bloomberg კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ელი­ტის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­ვის მხრივ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია ევ­გე­ნი პრო­გო­ჟი­ნის აჯან­ყე­ბის მი­მართ პუ­ტი­ნის სუს­ტი რე­აქ­ცი­ით. გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ამ ფაქ­ტმა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი შე­აშ­ფო­თა, რა­საც შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

მე­დი­ას წყა­როდ მო­ყავს ხუთი სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა თა­ნახ­მა­დაც რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურს შო­ი­გუს ჩა­ნაც­ვლე­ბა სურს, რათა ომის უფრო აგ­რე­სი­ულ ფა­ზა­ზე გა­და­ვი­დეს, მათი მტკი­ცე­ბით, ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი მო­ბი­ლი­ზა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა.

ამ დრო­ის­თვის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე რჩე­ბი­ან.

Bloomberg-ის ორი წყა­როს თა­ნახ­მად, პრი­გო­ჟი­ნის მცდე­ლო­ბას, გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნა ორი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, გარ­კვე­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან.

ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის მიერ რუ­სეთ­ში სამ­ხედ­რო არე­უ­ლო­ბის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ქვეყ­ნის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო ოფი­ცე­რი და­ა­კა­ვა, ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე და რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო-კოს­მო­სუ­რი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი, გე­ნე­რა­ლი სერ­გეი სუ­რო­ვი­კი­ნი.

Читайте на сайте