700 ლარით დააჯარიმეს ქალი აეროპორტში ვიქტორ ჯაფარიძესთან შელაპარაკების გამო
![700 ლარით დააჯარიმეს ქალი აეროპორტში ვიქტორ ჯაფარიძესთან შელაპარაკების გამო](https://gdb.rferl.org/01000000-0aff-0242-ed37-08dc8971c480_w800_h450.jpg)
საქალაქო სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა მარიამ წიწიკაშვილი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შელაპარაკების გამო. ქალი დეპუტატს ეუბნებოდა, რომ უნდა რცხვენოდეს „აგენტების კანონის“ მხარდაჭერისთვის.