ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა - სახელმწიფო დეპარტამენტი
![ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა - სახელმწიფო დეპარტამენტი](https://gdb.rferl.org/802d72dc-c3ee-41c7-a92b-4dd72fb55a92_w800_h450.jpg)
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი კვლავ აცხადებს, რომ "საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას", მათი მხრიდან შედეგები მოჰყვებოდა. 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე მილერმა ამით ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში დახმარების შეჩერებაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.