მოტოციკლებსა და მოპედებს დედაქალაქის BUSLane-ებში გადაადგილება შეეძლებათ
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც მოტოციკლებსა და მოპედებს BUSLane-ებში გადაადგილება შეეძლებათ. 19 ივლისს კენჭისყრაზე დოკუმენტის მიღებას 77 მხარდამჭერი ჰყავდა.