ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ციხიდან გაათავისუფლეს სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები რამაზ ბეღელური. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 4 ოქტომბერს იგი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს. "კაგებეს" ცნობით, რამაზ ბეღელური აპრილში ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ივნისში მას სასამართლომ რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯა.