World News in Georgian

ზელენსკი ბუდაპეშტში ჩავიდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 ნოემბერს ბუდაპეშტში ჩავიდა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად.


ეს არის უნგრეთში ზელენსკის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა მისი ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.

როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტორეპორტაჟიდან ჩანს, ზელენსკი შეხვდა მასპინძელი ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.




7 ნოემბერს კი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება 47 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით - მასში საქართველოდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას.



ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ევროპის უსაფრთხოების გამოწვევების, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის, არალეგალური მიგრაციისა და გლობალური ვაჭრობის საკითხებზე იმსჯელებენ.


8 ნოემბერს ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და გაეროს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.




 

Читайте на 123ru.net