World News in Georgian

საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღაზის ჩრდილოეთში ისრაელის თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 17 ადამიანი

10 ნოემბრის დილას, ისრაელის თავდასხმის შედეგად სახლზე, რომელსაც თავს აფარებდნენ დევნილები ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, დაიღუპა სულ ცოტა, 17 ადამიანი, - იტყობინება დირექტორი ახლომდებარე საავადმყოფოსი, რომელმაც დაღუპულთა ცხედრები მიიღო.


ქალაქ ღაზის ალ-აჰლის საავადმყოფოს დირექტორმა, ფადელ ნაიმმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის ცხრა ქალია და რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მისი თქმით, ისინი დაიღუპნენ ერთ-ერთ სახლზე თავდასხმის დროს ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში, სადაც ისრაელი უკვე თვეზე მეტია, შეტევებს ახორციელებს.


AP-ის თანახმად, ისრაელელ სამხედროებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბოლო თვის განმავლობაში, ისრაელის ძალებმა ალყა შემოარტყეს და დიდწილად იზოლაციაში მოაქციეს ჯაბალია და ახლომდებარე ქალაქები - ბეით-ლაჰია და ბეით-ჰანუნი, და ჰუმანიტარული დახმარების მხოლოდ მცირედ ნაწილს უშვებენ. ათობით ათასი ადამიანი გაიქცა ახლომდებარე ქალაქ ღაზაში.




ღაზის ჯანდაცვის უწყების 9 ნოემბრის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) თავდასხმისას ისრაელის სამხრეთზე 1200 პირი დაიღუპა და 250 გაიტაცეს, ისრაელის საომარი მოქმედების შედეგად პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, სულ მცირე, 43 552 ადამიანი დაიღუპა და 102 ათასზე მეტი დაშავდა.




 

Читайте на 123ru.net