World News in Georgian

„მთავარი გამყალბებლები ხართ“ - ცესკოს სხდომიდან ოპოზიციის წარმომადგენელი გააძევეს

ცესკოს სხდომიდან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლაშა ფარულავა გააძევეს.


„ეს არ იყო კენჭისყრა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა საქართველოში და დემოკრატია გაუქმდა ქვეყანაში, გაუქმდა პოლიტიკური გაერთიანებები და ამაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ბატონო გიორგი, და თქვენ, ბატონო გიორგი ჯავახიშვილო“, - მიმართა ფარულავამ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და მდივანს, გიორგი ჯავახიშვილს.


„თქვენ ხართ მთავარი გამყალბებლები, თქვენ მიიტაცეთ ეს არჩევნები“, - მიმართა ფარულავამ მათ.


კალანდარიშვილის გაფრთხილების შემდეგ, მას ჯერ მიკროფონი გამოურთეს, შემდეგ კი თავმჯდომარემ ის დარბაზიდან გააძევა.


მანდატურებმა იგი ძალის გამოყენებით გაიყვანეს დარბაზიდან.






ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა გრძელდება.


10 ნოემბერს, დილის 11:30 საათისთვის დაიწყო ცესკოს მორიგი სხდომა, სადაც კვლავ განიხილავენ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს.


მათ შორის არის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციი“, ასევე პარტიების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები.


ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევით ჩატარდა, - შეიძლებოდა დადგენა, თუ ვის არ მისცა ან მისცა ხმა ამომრჩეველმა, - რაც არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველია.




 

Читайте на 123ru.net