„ჩვენ შევდივართ კრიზისში“ - ზურაბიშვილი ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა კრიზისში შედის და მას ჰყავს არა დემოკრატიული, არამედ „ერთპიროვნული ხელისუფლება, რომელიც, პრაქტიკულად, ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტს დაეუფლა“. ამის შესახებ მან დღეს, 11 ნოემბერს, ისაუბრა ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარების დელეგაცია ჰყავდა მიწვეული.