World News in Georgian

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ლაპარაკობს ჩრდილოეთ კორეის შემაშფოთებელ ნაბიჯებზე

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტაკესი ივაიამ 16 ნოემბერს თქვა, რომ ტოკიო და კიევი შეთანხმდნენ უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის გაღრმავების თაობაზე მათ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, იმ "უაღრესად  შემაშფოთებელი სიტუაციის" ფონზე, რომელსაც ქმნის ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში დისლოცირება - მაშინ, როცა უკრაინაში გრძელდება მოსკოვის შეჭრით დაწყებული ომი.  


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ივაია გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში ჩრდილოეთი კორეის სამხედროების ჩართვას შესაძლოა აზიისთვისაც მოჰყვეს "ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები". 


უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ მათ იმსჯელეს "ჩრდილოეთი კორეის... მხრიდან პუტინისთვის გაწეულ დახმარებაზე ამ კრიმინალურ ომში". ზელენსკის თქმით, მხარეებმა განიხილეს "ფხენიანსა და მოსკოვის შორის თანამშრომლობის ყველა საფრთხე". 


იმ ფონზე, როცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ცდილობს თავი აარიდოს მოსახლეობაში არაპოპულარული გაწვევის მეორე კამპანიას, ვრცელდება ცნობები, რომ სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში დისლოცირებულია ჩრდილოეთი კორეის 11 000-ზე მეტი სამხედრო. 




 

Читайте на 123ru.net