გამოქვეყნდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო 26 ოქტომბერს ჩატარებული უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ხმების 57,45% მიიღო „ქართულმა ოცნებამ”, 14,26% - „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, 8,63% - პარტიამ „გახარია საქართველოსთვის”, 8,4% - „კოალიციამ ცვლილებისთვის” და 6,32% - „ძლიერმა საქართველომ”.
ამ შედეგების მიხედვით, 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში მანდატები ასე განაწილდა:
„ქართული ოცნება” – 13;
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” – 4;
„გახარია საქართველოსთვის” – 2;
„კოალიცია ცვლილებისთვის” – 1;
„ძლიერი საქართველო” – 1.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე კიდევ ექვსმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციის დღევანდელი სხდომის პარალელურად, კომისიის შენობასთან მიმდინარეობდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. საარჩევნო კომისია და მმართველი პარტია გაყალბებას უარყოფენ.
ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტები, რომლებმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატები მოიპოვეს, აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის მსგავსად, არც უმაღლეს საბჭოში არ შევლენ.
უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში წარმართავს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
უმაღლესი საბჭო აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.
2020 წელს არჩეული უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაშიც „ქართული ოცნება“ იყო. მმართველი პარტიის გარდა, საბჭოში ფრაქცია ჰქონდა ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობას“.