ადგურ არძინბა: „აფხაზეთში შეუძლებელია თვითმპყრობელობა!“
როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი „ეხო კავკაზა“ იტყობინება, 19 ნოემბერს სოხუმში მდებარე ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი დატოვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა თანამდებობიდან გადადგომის განცხადებას.
„ყველა სამთავრობო შენობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაცვის ქვეშაა, საპროტესტო აქციის ყველა მონაწილემ დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტი“, - იუწყება ადგილობრივი მედია, რომლის მიხედვითაც, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება "მინისტრთა კაბინეტი": „სამინისტროების და დეპარტამენტების თანამშრომლები თავიანთი მოვალეობების შესრულებას იწყებენ“.
19 ნოემბერს გამთენიისას, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ:
„შესაძლოა ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც არ უხარიათ მომხდარი, მაგრამ ისინიც ჩვენი ხალხის ნაწილია. იმედი მაქვს, რომ დადგება ისეთი დღე, როცა ყველა ერთად ვიზეიმებთ საერთო გამარჯვებას. ეს უკვე რიგით მესამე პოლიტიკური კრიზისია. ვფიქრობ, რომ წარსულის, აფხაზეთის უახლესი ისტორიის გაკვეთილებიდან უნდა გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები: აფხაზეთში შეუძლებელია თვითმპყრობელობა. აფხაზეთში უნდა გრძნობდე შენს ხალხს, უნდა გიყვარდეს შენი ხალხი და უნდა ცდილობდე, რომ ახლოს იყო თითოეულ ადამიანთან. დიახ, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ეს უნდა მოდიოდეს შენი სულიდან. ვისაც ეს არ აქვს, იმას ხელისუფლებაში არაფერი ესაქმება. დიდი იმედი მაქვს, რომ წინ გველოდება სტაბილური განვითარება და სტაბილური ცხოვრება. ეს პოლიტიკური კრიზისი უკან მოვიტოვეთ, ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. არ მინდა, რომ ჩვენს ისტორიაში კიდევ განმეორდეს ასეთი მომენტები. აქ შეკრებილებს არავის უნდოდა ეს, მაგრამ მოხდა. დიდი მადლობა ყველას! დიდი მადლობა, რომ არსებობს ჩვენი აფხაზური სული! ჩვენ მცირერიცხოვანი ხალხი ვართ, მაგრამ მთელ მსოფლიოს მორიგ ჯერზე ვაჩვენეთ, რომ არანაირი მსხვილი კაპიტალის, არანაირი ოლიგარქებისა და გარე ძალების ჩვენ არ გვეშინია! ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ინტერესებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, მიწის თითოეული ნაგლეჯისთვის! დიდი მადლობა თქვენ!“
ადგურ არძინბას თქმით, 19 ნოემბერს გაიმართება ე.წ. პარლამენტის სხდომა, რომელზეც "პრეზიდენტის", ასლან ბჟანიას გადადგომის საკითხი განიხილება. ამას ითვალისწინებს დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თანამდებობებს დატოვებენ "პრემიერ-მინისტრი" ალექსანდრ ანქვაბი და "დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსი" დიმიტრი დბარი. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაეკისრება "ვიცე-პრეზიდენტ" ბადრა გუნბას, ხოლო ანქვაბს "პრემიერ-მინისტრის" პოსტზე შეცვლის "მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი" ვალერი ბგანბა.
ადგურ არძინბა - აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი. 2020 წელს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მოიპოვა 33 686 ხმა (36,9%) და დაიკავა მეორე ადგილი ასლან ბჟანიას შემდეგ.
"პარლამენტის თავმჯდომარის", ლაშა აშუბას თქმით, მოგვიანებით გამოცხადდება "ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების" თარიღიც.
აფხაზი მიმომხილველების ვარაუდით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ადგილობრივი ოპოზიცია შემდეგი კონფიგურაციით წარდგება: "საპრეზიდენტო კანდიდატი" - ადგურ არძინბა, "ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი" - ლეუან მიქაა.