World News in Georgian

უკრაინაზე სარაკეტო შეტევაა

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს.


საჰაერო განგაში 21 ნოემბერს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიიდან აფრინდნენ მიგ-31კ და ტუ-95 ტიპის თვითმფრინავები.


საჰაერო ძალების ცნობითვე, პირველი რუსული რაკეტები უკრაინის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდნენ ადგილობრივი დროით დაახლოებით 6:30 საათისთვის.


დილის 9 საათის მონაცემებით, აფეთქებები იყო პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგსა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნეპრში. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.


განახლება: 09:30 საათისთვის დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ დნეპრში დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმო და ორ ადგილას ხანძარია.






 

Читайте на 123ru.net