World News in Georgian

გერმანელი სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი ისევ ოლაფ შოლცი იქნება

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ფედერალური კანცლერობის კანდიდატად მოქმედ კანცლერს, ოლაფ შოლცს წარადგენს. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება პარტიის თავმჯდომარის, ლარს კლინგბაილის განცხადებაზე დაყრდნობით. DW-ს ინფორმაციით, შოლცის კანდიდატურას 25 ნოემბერს დაამტკიცებენ.

21 ნოემბერს კანცლერობის კანდიდატობაზე უარი თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა ბორის პისტორიუსმა და მხარი ოლაფ შოლცს დაუჭირა.

პისტორიუსის განცხადებით, შოლცი ძლიერი კანცლერი და სწორი კანდიდატია, რომელიც მხარს უჭერს კეთილგონიერებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ კრიზისულ დროს.

გერმანიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც 6 ნოემბერს სოციალ-დემოკრატმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა თანამდებობიდან დაითხოვა ფინანსთა მინისტრი, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე კრისტიან ლინდნერი. 7 ნოემბერს მთავრობა დატოვეს ამ პარტიის წარმომადგენელმა სხვა მინისტრებმაც. კოალიციაში მწვანეთა პარტიაც იყო.

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს ჩატარდება. ახალი მთავრობა არჩევნების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება.

Читайте на 123ru.net