World News in Georgian

იტალიაში - ნეაპოლის თეატრმა უარი თქვა პუტინის ერთგულ მომღერალთან თანამშრომლობაზე

ნეაპოლის „ტეატრო სან კარლომ“ მოსკოვის კრემლთან დაახლოებულ საოპერო მომღერალ ილდარ აბდრაზაკოვთან თანამშრომლობაზე პოლიტიკური შეუთავსებლობის გამო უარი განაცხადა. თეატრის ხელმძღვანელობამ ის მოხსნა ოპერებიდან - "ატილასა" და "დონ კარლოსიდან."


აბდრაზაკოვი კრემლის მხარდამჭერია და პირადად არის დაკავშირებული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.


ევროპარლამენტის წევრი პინა პიჩერნო, რომელიც სათავეში ედგა აქტიურ კამპანიას მომღერლისთვის იტალიაში წარმოდგენებში მონაწილეობის აკრძალვის მიზნით, სოციალურ ქსელში იტყობინება თეატრის მიერ აბდრაზაკოვთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ.


დეპუტატი აღნიშნავს, რომ პუტინის ერთგული მხარდამჭერი აბდრაზაკოვი ანტიკორუფციული ფონდის მიერ უკრაინის ომის თანამზრახველთა სიაშია შეყვანილი.


„ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ დამანაშავე რეჟიმის მხარდამჭერი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულტურულ დაწესებულების სცენაზე გამოვიდეს “, - წერს პიჩერნო.


ილდარ აბდრაზაკოვი ოპერის მომღერალია ბაშკირეთიდან. ის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო არტისტია. 2023 წელს ავსტრიულმა გამოცემამ Opern News-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, სხვათა შორის, აბდრაზაკოვმა მონაწილეობა მიიღო სერგეი შოიგუს საახალწლო წვეულებაში, სადაც მან მაშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად იმღერა ცნობილი "მოსკოვის საღამოები".


წელს ივნისში აბდრაზაკოვმა მიიღო სახელმწიფო პრემია ვლადიმირ პუტინის ხელიდან, რომელმაც მას "ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საოპერო მომღერალი" უწოდა. ნოემბრის დასაწყისში ის შეუერთდა რუსეთის პრეზიდენტის კულტურისა და ხელოვნების საბჭოს.


2022 წლის მაისში აბდრაზაკოვს წითელ მოედანზე 10 წუთიანი გამოსვლაში დაახლოებით 50 ათასი დოლარი გადაუხადეს. 2023 წლის მარტში ორგანიზატორებმა გააუქმეს აბდრაზაკოვის კონცერტები ბოსტონსა და კარნეგი ჰოლში. 2023 წლის ივლისში, მიუნხენის საოპერო ფესტივალმა გააუქმა აბდრაზაკოვის გამოსვლა და ის შეცვალა უკრაინელი მომღერლით, ალექსანდრე ციმბალიუკით.


 

Читайте на 123ru.net