პარლამენტის შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული - რუსთაველზე კარვები გაშალეს
პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. პარლამენტის წინ კი, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ და აპროტესტებენ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებას კარვები გაშალეს. დემონსტრანტები აპირებენ ღამის პარლამენტთან გათევას.
მანამდე, საღამოს 9 საათზე აქციის მონაწილეებმა შეკრება რესპუბლიკის მოედანზე დაიწყეს საიდანაც მოგვიანებით პარლამენტის მიმართულებით მსვლელობით გაემართნენ. გზად ვითარება მცირე ხნით დაიძაბა, როდესაც ავტოკოლონით გადაადგილების მცდელობისას პოლიციის მხრიდან ხელშეშლას წააწყდნენ. სამართალდამცველების განმარტებით, საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია, რის გამოც ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აქციის მონაწილეები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.
საპროტესტო აქცია რუსთაველზე იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, დღის 12 საათზეა დაგეგმილი. პოლიციამ 24 ნოემბრის დღის პირველ ნახევარში გაავრცელა განცხადება, რომლითაც დემონსტრანტები გააფრთხილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც დადგება იმ შემთხვევაში, თუ აქციის გამო საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას ხელი შეეშლება.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, შეზღუდულია მედიის მუშაობაც. რადიო თავისუფლება ამ დღეს პარლამენტის შენობაში ვერ შევა - პარლამენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების უსაფრთხოების არგუმენტით ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმუშავებს მხოლოდ ტელემედია, არაუმეტეს ორი გადამღები ჯგუფით.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ჩატარებულ არჩევნებზე კონსტიტუციით გარანტირებული ორი უფლების, ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ მისი სარჩელი დაარეგისტრირა, მაგრამ როგორ წარმართავს განხილვას, ჯერ მკაფიო არ არის.
საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს.