საქართველოს, რუსეთის, შვეიცარიის ჩემპიონი, "ოცნების" რჩეული "ხალხის ძალიდან" - კიდევ რა ვიცით პრეზიდენტობის კანდიდატზე?
„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილი პოლიტიკური პარტიის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. „ხალხის ძალა“ 2023 წელს რუსული სტილის „აგენტების კანონის“ ინიციატორი იყო.