World News in Georgian

სალომე ზურაბიშვილი საჯარო მოხელეების ნაწილის პროტესტს იწონებს, შსს-ს კი მოუწოდებს არ დაშალოს აქცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართავს ავრცელებს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუწოდებს არ გამოიყენონ ძალა აქციის მონაწილეებს წინააღმდეგ, რადგან აქცია მშვიდობიანია. პრეზიდენტის მიმართვა გავრცელდა იქამდე, სანამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი აქციის დაშლას დაიწყებდა.


„მე მინდა მივმართო სამართალდამცველებს, საპატრულო პოლიცია ვიცი, რომ რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ, დანარჩენი მე მინდა მოგმართოთ, რომ თქვენ არ აწიოთ ხელი ახალგაზრდა ჩვენს მოქალაქეებზე, არც სხვებზე, თქვენ თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით. არაფერი არ ხდება არც რუსთაველზე არც სხვა ქალაქებში, რაც მოითხოვს თქვენს ჩართულობას და რაც მოითხოვს დარბევას, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის თქვენი და მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. იმათმაც ამაზე იფიქრონ“, - ამბობს პრეზიდენტი 8 წუთიან მიმართვის ტექსტი.


სალომე ზურაბიშვილმა მიმოიხილა დღეს განვითარებული მოვლენები, მათ შორის მოიწონა თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების პროევროპული წერილები, საგანმანათლებლო დაწესებულებების მათ შორის სკოლებისა და უნივერსიტეტების, მოსამართლეების ნაწილის პროტესტი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების გამო, რომელმაც 2028 წლამდე ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებაზე განაცხადა.


“ეს არის დიდი მოძრაობა, რომელიც დაწყებულია საჯარო სექტორშიდა რომელიც ნელნელა მოიცავს მთლიანად საქართველოს.. იქ სადაც ყველაზე მეტად ემსახურებიან სახელმწიფოს და საქართველოს მომავალსა და ინტერესებს პროტესტი გაჩნდა და აღარ გაჩერდება, ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ იქ მომუშავე ადამიანები უნდა გადადგნენ, ის ადამიანები უნდა დარჩნენ თავიანთ ადგილას იმიტომ, რომ ხვალაც ემსახურებიამ ქვეყანას და სახელმწიფონ, მაგრამ უნდა გამოთქვან თავიანთი პროტესტი”, - ამბობს პრეზიდენტი.


მისივე თქმით, შეხვდა არასამთავრობოებს, რომლებიც მზად არიან დახმარება გაუწიონ მათ „ვინც ამ საჯარო პროტესტის გამო იქნება დასჯილი”.


რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. უფრო ადრე პოლიციამ გამოიყენა სავარაუდოდ წიწაკის სპრეიც. საპოლიციო ძალების გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ იშლებიან. საპოლიციო ძალების გამოყენებამდე იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. ისროდნენ ბოთლებსა და საღებავებს.


მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ.

Читайте на 123ru.net