პუტინის ქება - “ოცნებასთან” ათწლიანი არშიყის გვირგვინი
ზედიზედ მეორე დღეა, სპეცრაზმი თბილისში გამეტებით სცემს მშვიდობიან მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს. მრავალათასიანი საპოტესტო აქციებისა და ხელისუფლების სისტემური ძალადობის ფონმა თითქმის დაჩრდილა ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვლადიმირ პუტინისგან ჯერარნახული შექება დაიმსახურა.