World News in Georgian

ბალტიის სახელმწიფოები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე საქართველოში პროტესტის ჩამხშობების წინააღმდეგ

ბალტიის ქვეყნები შეთანხმდნენ სანქციები დაუწესონ  "მათ, ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში". ამის შესახებ პლატფორმა X-ზე წერენ ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მარგუს ცაჰკნა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბაიბა ბრაჟე.


განცხადების თანახმად, ბალტიის სახელმწიფოები ეროვნულ დონეებზე დააწესებენ სანქციებს:


„დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევები არასასურველები არიან ჩვენს ქვეყნებში“.


იმავე პოსტში მარგუს ცაჰკნა დებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და ევროკომისარ მარტა კოსის ერთობლივი განცხადების ბმულს. ევროკომისიის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის დაწყების პირველ დღეს - 1 დეკემბერს ისინი გამოეხმაურნენ "ქართული ოცნების" 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ:


"მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან" - განაცხადა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ.




მოგვიანებით, ფოქსნიუსის ჟურნალისტმა ნანა საჯაიამ ფეისბუქის პირად გვერდზე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც ევროპელი ოფიციალური პირია, დაწერა, რომ სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მაღალი თანამდებობის 10 პირს შეეხება. 




 

Читайте на 123ru.net