"უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები" - შსს მომიტინგეებს აფრთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აფრთხილებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომ "კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს" გაატარებს, თუკი ისინი არ შეწყვეტენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები.
"რუსთველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები.
შეკრებილთა ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, აქციის მონაწილეებს თან აქვთ სხვადასხვა სახის, საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, გასული დღეების მსგავსად, ძალადობრივი ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული", - აცხადებს შსს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის მოანწილებმა 19:00 საათიდან დაიწყეს შეკრება. მალევე, შენობის ეზოში გამაგრებულმა სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. ამით, ისინი დემონსტრანტებს შენობასთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი საავტომობილო გზაზე დგას, თუმცა მომიტინგეთა შედარებით მცირე ნაწილი შენობასთან ახლოს, წყლის ჭავლის სიახლოვეს გამოხატავს პროტესტს.
პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩა სრულად აქვთ დაკავებული საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს. თავისუფლების მოედანზე განთავსებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.